სერგი კაპანაძე - მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას და პროკურორ ზვიად ფხაკაძის ვერსიებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ვერსიებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ხორავას #4-ში გამომძიებელ ფიფიას ვერსია მოისმინა.

კერძოდ, როგორც ფიფიამ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა, მაშინ, როცა დავით სარალიძემ გ.ჯ. ფარდულში შეაგდო, მას ფარდულში მყისიერად მ.კ და ასევე, დ.ღ. შეჰყვნენ. კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელ ფიფიას პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტება მოასმენინეს, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ფარდულში დავით სარალიძეს ჭრილობებს აყენებდნენ, მ.კ. ამას ფარდულიდან 8-9 მეტრის მოშორებით ხედავს და ფარდულისკენ მიემართება.

როგორც ირაკლი ფიფიამ ზვიად ფხაკაძის ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა, პროკურორი სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებს ეყრდნობოდა, რომელსაც თავად არ იცნობს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ კი ეჭვი გამოთქვა, რომ პროკურორს შესაძლოა საუბრის დროს ინიციალები შეეშალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა