გამომძიებელი - საქმეში არ მოიპოვება გარემოება ან ჩვენება, რომელიც მესამე დანის არსებობაზე მიუთითებდა

საქმეში არ მოიპოვება გარემოება ან ჩვენება, რომელიც მესამე დანის არსებობაზე მიუთითებდა, - ამის შესახებ დეტექტივმა ირაკლი ფიფიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მესამე დანის არსებობაზე კითხვის პასუხად განაცხადა.

საგამოძიებო კომისიის წევრის ანრი ოხანაშვილის კითხვა ეხებოდა გ.მ.-ს დაჭრის ფაქტს, რაზეც ფიფიამ აღნიშნა, რომ გ.მ-ს დაჭრა არ ნიშნავს იმას, რომ საქმეში არსებობს მესამე დანა. მისივე თქმით, შესაძლებელია გ.მ. -ს ჭრილობა საქმეში არსებული ორი დანით იყოს მიყენებული.

„ეს ცალსახად იმას არ ნიშნავს, რომ საქმეში არის მესამე დანა, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არაა უარყოფილი ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს ჭრილობა მიყენებული იყო საქმეში ამოღებული ორი დანით. ჩატარდა სრული მოცულობით საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, რამდენიმე ბინა იყო გაჩხრეკილი. არ მოიპოვება ან ჩვენება ან რაღაც გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ საქმეში მესამე დანა არსებობდა“, - განაცხადა ფიფიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა