სერგი კაპანაძე - თუ შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი საგამოძიებო კომისიის შაბათის სხდომაზე არ გამოცხადდება, კომისია მის მიერ კანონდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებას მიმართავს

იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შაბათის სხდომაზე არ გამოცხადდება, კომისია მის მიერ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებას მიმართავს, - ამის შესახებ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამომძიებლების გამოკითხვას შაბათს, 10:00 საათიდან განაახლებს.

„მინდა მივმართო ბატონ იოსებს, რომ მასაც ველით შაბათს, 10:00 საათზე აქ. კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არის კანონის დარღვევა, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა. თუ ჩვენ შაბათს არ ვნახავთ აქ ბატონ იოსებს, მაშინ მოგვიწევს მიმართვა კონკრეტულ უწყებაზე, რომ ის არღვევს კანონს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის გუშინდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის - გამომძიებელ ირაკლი ფიფიასთვის, დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუასა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ბედოიძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა პარლამენტში მხოლოდ ირაკლი ფიფია და შალვა ბედოიძე გამოცხადნენ. იოსებ სიგუა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა