ეკა ბესელია - პარლამენტის საგამოძიებო კომისია თავისი შინაარსით და კანონისადმი უპატივცემულობით ნელ-ნელა სანდოობას კარგავს

ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ საგამოძიებო კომისიაში - კომისია თავისი შინაარსით და კანონისადმი უპატივცემულობით ნელ-ნელა სანდოობას კარგავს, - აღნიშნული განცხადებით კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი.

ბესელიამ კომისიის სხდომაზე კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და კოლეგები წესების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ანალოგიური შინაარსის კრიტიკული განცხადებები გააკეთეს “ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც.

“საგამოძიებო კომისიის სხდომა კანონით დადგენილ სტანდარტს ნელ-ნელა კარგავს. კომისია კანონის მოთხოვნებს აბიჯებს, რაც მე მაღელვებს, რადგან მინდა კომისიას ჰქონდეს ის ლეგიტიმაცია, რაც მას პარლამენტმა მისცა. ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ისე შედის როლში, რომ თავი მოსამართლე ჰგონია - არც ტონს აქცევს ყურადღებას და არც შინაარსს. ამის დასტურია გუშინდელი დღე, როცა ზვიად კუპრავა მოიყვანეთ. ორი კითხვის გარდა, მისთვის კითხვა არ დაგისვამთ და ვერც თქვენი რეაქცია დავინახე, როცა კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფებს აყენებდა. გუშინდელი გადაწყვეტილებით კომისიამ უმრავლესობით კონსტიტუციას და კანონს გადააბიჯეთ და პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნაზე რეკომენდაციას დაუჭირეთ მხარი, მაშინ, როდესაც ამის უფლება არანაირ კომისიას და არავის არ აქვს. ამის შემდეგ მე ნაკლებად გამიკვირდება რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება - მით უფრო, რომ ისეთ სულსწრაფობას აქვს ადგილი, რომ დასკვნებს უკვე ვაკეთებთ და არ ველოდებით ადამიანებს, რომლებიც უნდა მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენება. აქ წესებს ჩვენ ვერ ვიცავთ. იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც შესაძლებელია, რომ კომისიამ შეინარჩუნოს მინიმალური სახე მაინც, რომ ჰქონდეს ლეგიტიმაცია მიიღოს დასკვნა, რეკომენდაცია დადოს და მართლაც შეაფასოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რა მოხდა, იქამდე აზრს ვხედავ ამ ფორმატში ვიმუშაო. ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ და აზრი არ ჰქონდეს იმას, რასაც წერთ და რასაც აკეთებთ“, - მიმართა ბესელიამ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა