თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი - დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს ყულაბა აღარ იქნება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს ყულაბა მეტი აღარ იქნება, - ამის შესახებ

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნატო-ს სამიტზე შეხვედრებისას პრეზიდენტს ის პოზიცია ექნება, რომელიც ითვალისწინებს ამერიკელების დაცვას, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას. თუმცა, როგორც ის აქამდე ამბობდა, ადრე ამერიკა განიხილებოდა როგორც ყულაბა მთელი მსოფლიოსთვის. ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნატო-ს 2014 წლის სამიტზე ალიანსმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ 10 წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაიზრდება. ამ დროისთვის ნატო-ს მხოლოდ რვა წევრი ასრულებს ამ მოთხოვნას. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ამ საკითხს ნატო-ს სამიტზე წამოწევს, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს