დაბა ჩაქვში 13 წლის ტურისტ გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ 13 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლის საფუძველზე აღიძრა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას, დამნაშავის მიერ წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 13 წლის გოგონა საქართველოს მოქალაქე არ არის. იგი სასტუმროში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, არსებული ინფორმაციით, იგი სასტუმრო „ოაზისში“ არ მუშაობს და არც ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა