თბილისის მთავრობა მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დასამტკიცებლად საკრებულოს უგზავნის

თბილისის მთავრობა დღეს განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისა და “სითი ინსტიტუტის” ერთობლივი მუშაობის შედეგად, თბილისს მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა ექნება.

“დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღებს ოპტიმალურ გენერალურ გეგმას, რომელიც ქალაქს განვითარების სწორ რელსებზე დააყენებს“, - განაცხადა კახი კალაძემ.

ამასთან, 12:00 საათზე დაგეგმილია ბრიფინგი, სადაც წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტებზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს