ანატოლი ბიბილოვი - ოფიციალური თბილისის განზრახვა საქართველოს ნატო-ში 2021 წლისთვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე ნატო-ში 2021 წლისთვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

რუსული გამოცემა Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისის განზრახვა „სამხრეთ ოსეთს“ აშფოთებს, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონტურების შექმნა ხდება.

„საქართველოს უფლება აქვს ნებისმიერ ალიანსს შეუერთდეს. სამხრეთ ოსეთი ამას ვერ შეუშლის ხელს. ამავდროულად, ეს შეშფოთებას იწვევს და ყველაფერი კეთდება, რათა რესპუბლიკის ხალხი შესაძლო პროვოკაციებისა და ძალისმიერი სცენარებისგან დავიცვათ. ზუსტად ამიტომაც სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურებს ქმნის. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მათ შორის უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ძალების გამოჩენის შესაძლებლობას“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს