დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სასტუმრო „ბილტმორში“ იმყოფებოდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

ლევან დავითაშვილმა დამსწრეებს მიმართა და სააგენტოს ფედერაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამიერიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ევროპარკების ფედერაცია წარმოადგენს ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციას და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი. ფედერაციაში გაწევრიანებულია 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორია. ფედერაციაში გაწევრიანებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეძელვა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2 ახალი კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა