კახა კალაძის ინფორმაციით, ორი კვარტლის მონაცემებით, გამგეობებს ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, ორი კვარტლის მონაცემებით, მერიას თავისი გამგეობებით ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვს.

მონაცემები საზოგადოებას კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააცნო.

"მინდა საზოგადოებას მოვახსენო მუნიციპალიტეტის, როგორც ცენტრალური აპარატის, ისე გამგეობების ორი კვარტლის მუშაობის მონაცემები. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები, ძირითადად კეთილმოწყობის და გზების მოვლა - შეკეთების მიმართულებით. ეს ორი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესრულების მაჩვენებლები ძირითადად შეადგენს 100%-ს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო გამგებლებს და მადლობა თქვენს თანამშრომლებს. თუმცა, მადლობა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ და ტემპი დავაგდოთ. პირიქით, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ იმ პრობლემებს გავუმკლავდეთ, რომელიც ქალაქში არის", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მაგალითად სამგორის რაიონის გამგეობა მოიყვანა.

"მაგალითისთვის მოვიყვან სამგორის გამგეობის შესრულების მაჩვენებელს - პირველ კვარტალში, გზების და კეთილმოწყობის ნაწილში იყო 10-20 %-იანი შესრულება. მას შემდეგ რაც მოხდა კონკრეტული ცვლილებები, შეიცვალა გამგებელი, სამგორის რაიონის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელმა გზების ნაწილში მიაღწია 99.96%, ხოლო კეთილმოწყობის მიმართულებით - 99.96 %. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მეორე კვარტლის შესრულებამ რადიკალურად გაასწრო პირველი კვარტლისას, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები. ეს არის ზუსტად ის ხარისხი, რომელიც სჭირდება ჩვენ დედაქალაქს, მოსახლეობას და მხოლოდ ასეთი მუშაობის შედეგად შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგებს, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს, ვინაიდან ძირითადი ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სწორედ ამ საქალაქო სამსახურის მეშვეობით ხორციელდება, სადაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია ორი კვარტლის შესრულების. ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოხმარდება ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას, როგორც გზების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების, სპორტული მოედნების, სკვერების, დასასვენებელი პარკების, გზაგამყოფების კეთილმოწყობა, სანიაღვრე ქსელების და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დაიგეგმა 2018 წლის ბიუჯეტის და პროგრამის სახით", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს