კახა კალაძემ რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადასცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხელოვან რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადასცა.

კალაძის თქმით, ის განსაკუთრებული ადამიანია და დაფასება და მოფრთხილება სჭირდება.

"საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და სძენს დღესაც. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ხელოვანი გახლავთ ბატონი რეზო გაბრიაძე. მას სულ რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს ჰქონდა დაბადების დღე, 82 წელი შეუსრულდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მას, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და გადავცე სიგელი ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ რეზოს იუბილე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის საქმიანობას, შემოქმედებას და მგონია, რომ ასეთ ადამიანებს სჭირდება გაფრთხილება", - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა