არსებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სწორედ ეს იქნება პატარაძის ბრიფინგის თემა, რომელიც 14:00 საათზე ჩანიშნა. არსებული ინფორმაციით, პატარაძის შემცვლელად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე განიხილებიან. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეასრულოს.

კანონმდებლობით, პატარაძის განცხადების შემდეგ, აჭარის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა