ივნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა

ივნისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 105 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 65 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 43 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 2 ფაქტი, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლის მასშტაბით - 11 ფაქტი, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 ფაქტი, თბილისის მასშტაბით 2 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 100 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო