ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - ახლა არც ერთ ღია კაფეზე არ ვიწყებთ საქმის წარმოებას, მაგრამ თუ დოკუმენტაციას არ მოაწესრიგებენ, საჯარიმო სანქციები დაწესდება

ამ წუთას არც ერთ კაფეზე არ ვიწყებთ საქმის წარმოებას, მაგრამ თუ არ მოაწესრიგებენ დოკუმენტაციას, მათ წინააღმდეგ იქნება გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, - ამის შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა.

"ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ქალაქის მასშტაბით გააფრთხილა ღია კაფეების მეპატრონეები, რომ მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს რათა მოაწესრიგონ ის დოკუმენტაცია, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებთ. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ მათ საქმიანობა განახორციელონ, უბრალოდ, უნდა მოაწესრიგონ დოკუმენტაცია. თუ ასე არ მოიქცევიან, ჩვენი სამსახურის მიერ შესაბამისი ქმედებები გატარდება, განხილული იქნება კონკრეტული შემთხვევები და რიგ შემთხვევებში მოხდება დაჯარიმება. ჩვენ მათ არ ვზღუდავთ, უბრალოდ უნდა მოაწესრიგონ დოკუმენტაცია. რაც შეეხება ლოკაციებს, კონტროლი ხორციელდება ქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში, პირველად ეს განვახორციელეთ ვაკე-საბურთალოს რაიონში, რუსთაველის გამზირზე, აბანოების ტერიტორიაზე, მეიდანზე, ლესელიძეზე, ძველ და ახალ პლეხანოვზე. ახლა ვახორციელებთ კიდევ ერთხელ მათ გადაფრთხილებას, მიმართეს თუ არა ამ ობიექტებმა მერიის შესაბამის სამსახურებს. თუ რომელიმემ უკვე მიმართა, მის წინააღმდეგ არ ვიწყებთ საქმის წარმოებას და ველოდებით დოკუმენტაციას. ამ წუთას არც ერთ კაფეზე არ ვიწყებთ საქმის წარმოებას, მაგრამ თუ არ მოაწესრიგებენ დოკუმენტაციას, მათ წინააღმდეგ იქნება გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები", - განაცხადა ბაგრატიონმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ღია კაფეების მეპატრონეებს მოუწოდებს დოკუმენტაცია მოაწესრიგონ და ქალაქის იერსახე არ დაამახინჯონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა