ოზურგეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხების, სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების და სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოები, რომელიც დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 4 კილომეტრიან წყალგამყვან მონაკვეთს უტარდება, სოფელ ნატანების 640 ჰექტარ მიწის ფართობს ჭარბწყლიანობისგან დაიცავს. პროექტი ასევე ითვალიწინებს მერეკრძელა-კაპროვანის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეკონსტრუქციას და სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას. რეაბილიტირდება მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის ჰიდროტექნიკური ნაგებობები და კეთილმოეწყობა ტერიტორია.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა