ირაკლი აბესაძე - ხელისუფლებას დევრიშაძის კომპანიასთან უკვე დადებულ ხელშეკრულებებზე პასუხის გაცემა მოუწევს

უკვე დადებულ ხელშეკრულებებზე ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც ჩანს, ამ მხილების შემდეგ სახელმწიფო ორგანოებმა დაიწყეს თავის შეკავება, რომ მომავალში გაუფორმონ დევრიშაძის კომპანიებს კონტრაქტები, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი და პასუხი. ამაზე შს მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომელიც პასუხისმგებელია ასეთ შემთხვევებზე, პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს