სოფელ წაღვლის მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის და წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აქცია ხაშურის მერიისა და ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიის და დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის“ მხარდაჭერით მოეწყო.

სამედიცინო ღონისძიება დაავადებათა ადრეულ გამოვლენასა და დროულ და ადეკვატურ მკურნალობას ისახავდა მიზნად. მოქალაქეთა პროფილაქტიკურ გასინჯვებში სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, გინეკოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ანგიოლოგი.

ჩატარდა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს