სოფელ მანავში სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

სოფელ მანავში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნუკრი გელაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო.

მიხეილ ჩხენკელი ასევე გაეცნო მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებს და მათ საცხოვრებელ პირობებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, მანავის საზაფხულო ბანაკს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 12-16 წლის 1056 მოსწავლე დაისვენებს.

თითოეული ნაკადი გაივლის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. პროგრამის მიხედვით, ერთი დღე სამხედრო თემას დაეთმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და განუმარტავენ გარკვეულ სიტუაციებში როგორ იმოქმედონ. გარდა ამისა, პროგრამა სხვადასხვა სფეროში არაერთ შემეცნებით და სახალისო თემებს მოიცავს.

ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება გახსნილი, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით, ჯამში 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო