არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის საკითხზე გუნდში კონსულტაციები იყო

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკავაძე ადასტურებს, რომ „აჭარის მთავრობის შესახებ გუნდში კონსულტაციები იყო“.

თუმცა არჩილ თალაკვაძე ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე.

„კონსულტაციები იყო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, ცოტა ხნით დაელოდოთ და დღის მეორე ნახევარში აჭარის მთავრობის მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. პატარაძის ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა