ბექა ოდიშარია - თბილისს ექნება რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა

ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია თბილისის მერიის სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვასა და მის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაგზავნას გამოეხმაურა.

ოდიშარიას თქმით, როგორც ძველი თბილისის მაჟორიტარი დეპუტატი დინამიკაში კარგად იცნობს იმ პროცესს და წარმოქმნილ პრობლემებს, რომლებიც ახლო წარსულში დაკავშირებული იყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კუთხით.

„კმაყოფილი ვარ მერიის გუნდის მუშაობით, რომლის ძალისხმევის შედეგად მიღწეულია აღნიშნული გეგმის დღევანდელი კონდიცია. თბილისის მერის კახა კალაძის პრინციპული პოზიცია, რომელიც არ შეეპუა ქალაქის ფსევდო გულშემატკივრების მხრიდან მთელი რიგ პოპულისტურ განცხადებებს და დესტრუქციული ჩარევების მცდელობებს, გახდა გარანტი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის და გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მჭიდრო თანამშრომლობით, მოკლე დროში ჩამოყალიბდა საქმიანი პლატფორმა, რომლის ჩარჩოებშიც მხარეების აქტიური მუშაობის შედეგად თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა. პროფესიონალებს კარგად ესმით თუ რა ტიტანურ შრომასთან იყო დაკავშირებული იმ ფაქტობრივი ბარიერების გადალახვა, რაც დაკავშირებული იყო ხარვეზებთან, რომელთა არსებობაც ასევე გამომდინარეობდა მთელი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური კომპლექსური და პრობლემური მოცემულობებით. ახლა ჯერი საკრებულოზეა და დარწმუნებული ვარ, პროცესი აქაც ისევე როგორც მერიაში, იქნება მაქსიმალურად საქმიანი და ტრანსპარენტული და ასევე ორიენტირებული დედაქალაქისა და მისი თითოეული მცხოვრების კანონიერ ინტერესებზე. უფლებრივი და ქონებრივი საკითხები, რუკის დახვეწა და ზონირების ლანდშაფტური, რეკრეაციული თუ სხვა შეზღუდვების კანონმდებლობასთან და ახალ არსებულ რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანა, ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რაზეც მუშაობდა პროფესიონალთა ჯგუფი მერიის წარმომადგენლებთან ერთად. სწორედ ამიტომ იმედით ვუყურებ პროცესს რომელიც ლოგიკური დასასრულისკენ მიდის”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

თბილისის მთავრობა საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისა და “სითი ინსტიტუტის” ერთობლივი მუშაობის შედეგად, თბილისს მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა ექნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს