არჩილ თალაკვაძე - მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაზოგილი თანხები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს მოხმარდება

გუნდი მხარს უჭერს მცირე მთავრობის კონცეფციას, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ოპერატიული. გადაწყვეტილებები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მიიღებენ, აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს , მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ცვლილებების მთავარი მიზანია, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება.

„ჩვენი რეფორმის შემდგომი ეტაპი უკვე იქნება ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო მობილიზებული ფინანსური რესურსი, პირველ რიგში მოხმარდება იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ბავშვები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს