„ნაცმოძრაობის“ წევრი - ზურაბ პატარაძეს დავაფასებდი თუ არ დაემორჩილებოდა ივანიშვილის დავალებას და თანამდებობიდან არ გადადგებოდა

ზურაბ პატარაძეს დავაფასებდი თუ არ დაემორჩილებოდა ივანიშვილის დავალებას და თანამდებობიდან არ გადადგებოდა,- ეს განცხადება აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, ზურაბ პატარაძის მმართველობის პერიოდში აჭარაში მნიშვნელოვანი პროექტები არ განხორციელებულა.

"ზურაბ პატარაძეს სიამოვნებით დავუჭერდი მხარს თუ იქნებოდა კარგი ინიციატივები რეგიონისთვის. სწორედ ივანიშვილის მმართველობის ფორმაა, როდესაც მისი დავალებით თანამდებობებზე მოდიან და მიდიან ადამიანები და ანგარიშვალდებული არ არიან მოსახლეობასთან. ამ ხელისუფლებას სამი მთავარი პრობლემა აქვს: კორუფცია, ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი. მის მოსვლამდე რა პრობლემებიც ჰქონდა რეგიონს იგივე აქვს ახლაც",- განაცხადა გია აბულაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სწორედ ეს იქნება პატარაძის ბრიფინგის თემა, რომელიც 14:00 საათზე დანიშნა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა