პეტრე ზამბახიძე - "ქართულმა ოცნებამ" აჭარაში სტაბილური მმართველობა ვერ უზრუნველყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია "ევროპული საქართველოს" წევრის პეტრე ზამბახიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" აჭარაში სტაბილური მმართველობა ვერ შეძლო. როგორც ზამბახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის მაღალი თანამდებობის პირებს მოსახლეობის პრობლემები არ აწუხებთ.

"ქართულმა ოცნებამ" ჩვენს რეგიონში სტაბილური მმართველობა ვერ უზრუნველყო, რაც მოსახლეობაზე აისახა. ეს არის იმის შედეგი, რომ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ ჩამოკიდებული არიან ივანიშვილზე. ეს არის დამახასიათებელი იმ ტიპის მმართველობისთვის, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვაქვს",- განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სწორედ ეს იქნება პატარაძის ბრიფინგის თემა, რომელიც 14:00 საათზე დანიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს