„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სამედიცინო აგენტების და ექიმ-სპეციალისტების ჯგუფს მასპინძლობს

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სამედიცინო აგენტებისა და წამყვან ექიმ-სპეციალისტების 40 კაციან ჯგუფს მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უკრაინის, რუსეთისა და უზბეკეთის სამედიცინო აგენტები და ექიმები უკვე მეორე დღეა საქართველოს სტუმრობენ და ქვეყანაში სამედიცინო სერვისების პოტენციალს ეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს თბილისში რეგიონული ჰოსპიტალი, კარაპს მედლაინი და ინგოროყვას კლინიკა, ასევე ესტუმრნენ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს და ონკოლოგიის ცენტრს.

„პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მედიცინის კონკრეტული მიმართულებები ყველაზე მეტად საქართველოშია განვითარებული და ფასიც ყველაზე მისაღებია. ყოველწლიურად საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსული ტურისტების რიცხვი სულ უფრო იზრდება, ძირითადი მოთხოვნილება პლასტიკურ ქირურგიაზე, ინ ვიტრო განაყოფიერებაზე, ბარიატრიულ ოპერაციებზე, ტრანსპლანტაციაზე, ონკოლოგიაზე და ოფთალმოლოგიაზეა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო