მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის დასაგეგმად რეგიონების წარმომადგენლებთან დიალოგი დავიწყეთ

ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის დასაგეგმად რეგიონების წარმომადგენლებთან დიალოგი დავიწყეთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, კახეთში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე, ბიუჯეტის დაგეგმვასა და არსებული პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრეს.

„დაწყებული გვაქვს აქტიური დიალოგი მუნიციპალიტეტებთან, სამინისტრო დააფინანსებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტული რეგიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და გამომდინარეობს მათი საჭიროებებიდან. ასევე, ვიწყებთ შეხვედრებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გვქონდა კახეთში. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილეთ ყველა ის პროექტი და შესაძლებლობები, რომელიც რეგიონს გააჩნია,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრაზე რწმუნებულ-გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მინისტრს კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია წარუდგინა. პრეზენტაციის დროს, აქცენტები გაკეთდა სასმელი წყლის პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებაზე. ასევე, ღვინის მუზეუმის, ტურისტული დანიშნულების ადგილების, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე.

კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ცენტრალური ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით იმსჯელეს და დაიგეგმა სამომავლო განვითარების პერსპექტივები და პროექტები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა