თინა ბოკუჩავა - აჭარის მთავრობის მეთაურის შეცვლა გიორგი კვირიკაშვილის კადრების მოცილებას უკავშირდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, აჭარის მთავრობის მეთაურის შეცვლა გიორგი კვირიკაშვილის კადრების მოცილებას უკავშირდება.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ზურაბ პატარაძის შეცვლით აჭარაში არაფერი შეიცვლება და მის შემცვლელსაც ბიძინა ივანიშვილის ახირებების დაკმაყოფილება მოუწევს.

„რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ნელ–ნელა გამოცვლიან კვირიკაშვილის კადრებს, თუმცა ამით, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება, რადგან ვინც არ უნდა იყოს პატარაძის შემცვლელი, მასაც მოუწევს იგივე დავალებების შესრულება - ხეების გადაზიდვა თუ სხვა ახირების დაკმაყოფილება, რომელსაც მისცემს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. არაფერი პატარაძის გამოცვლით არ იცვლება. მან თავი დაამახსოვრა საქართველოს იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას არანაირი დაბრკოლება არ ჰქონოდა. არაფერი დადებითი მას აჭარისთვის და აჭარელებისთვის არ გაუკეთებია და წინსვლა ამ რეგიონს არ უნახავს. სამწუხაროდ, მისი წასვლით ეს ნეგატივი არ შეიცვლება“, –  განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა