სოფიო კილაძე - თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს

თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა.

„წლების განმავლობაში თბილისი ქაოტურად ვითარდებოდა და შედეგად მივიღეთ უამრავი პრობლემა, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. მაგალითად, ქაოტური მშენებლობები, საცობები გზებზე, რეკრეაციული ზონების ნაკლებობა და მისგან მომდინარე ეკოლოგიური პრობლემები. პირველ რიგში, ამ ქაოსის საფუძველია ის, რომ ქალაქს არ ჰქონდა გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევდა ამ პრობლემებს და დაარეგულირებდა მათ. კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაჰპირდა საზოგადოებას, რომ შექმნიდა ამ გეგმას და მან შეასრულა ეს დაპირება უმოკლეს ვადებში. მე, როგორც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, მივესალმები გენერალურ გეგმას და მგონია, რომ იგი ისეთივე წარმატებით განხორციელდება ცხოვრებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის“, - აცხადებს კილაძე.

დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა