საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნავთლუღში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ისნის რაიონის გამგებელთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, ნავთლუღის საუბნო ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა.

ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით განხორციელებულმა ცვლილებებმა უკვე რეალური სიკეთე მოუტანა ისნის რაიონს.

”სწორედ ამ ცვლილებების შედეგად ბიუჯეტის თანხების რაციონალური ხარჯვა მივიღეთ. ახალმა სისტემამ მაქსიმალურად გამორიცხა კორუფციის რისკები, ამხანაგობები დააახლოვა გამგეობებთან და სამუშაოების ხარისხი გააორმაგა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან წამებულის გამზირის N73-ში იმყოფებოდა, სადაც ქანობიანი სახურავი/წყალსაწრეტი მილების შეკეთება მიმდინარეობს. მან ასევე დაათვალიერა ბერი გაბრიელ სალოსის N137-ის მიმდებარედ არსებული ბრტყელი სახურავის რეაბილიტაციის პროცესი; გაეცნო წითელ ხაზებში მოქცეული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N100-ის, N104-ისა და N145-ის მიმდებარედ მდებარეობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში ნავთლუღის საუბნო ტერიტორიულ ერთეულში რეაბილიტირებული ობიექტების სამუშაოს ჯამური ღირებულება 92 061 ლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა