ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ღია წერილით მიმართავს

ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ღია წერილით მიმართავს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული გზების შესახებ იმსჯელოს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართ, ასევე ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლიანი წევრი და დამცველია, რასაც ნათლად აჩვენებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და დააჩქარებს საქართველოს განვითარებას. ნატო-ს გაფართოების თითოეულმა ტალღამ გააძლიერა ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა და გაამყარა მშვიდობა და კეთილდღეობა მთელს ევროპაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას. ის გააძლიერებს როგორც ალიანსის სამხრეთი ფლანგის უსაფრთხოებას, ისე დემოკრატიის ფრონტს, წაახალისებს რა რეფორმატორებსა და დემოკრატიულ ძალებს საქართველოს საზღვრებს მიღმა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება მომდევნო გაბედული ნაბიჯი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ. ჩვენ ასევე მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე. იმ საფრთხეებისა და გამოწვევების კონტექსტში, რომელთა წინაშეც თავისუფალი სამყარო დგას, უმნიშვნელოვანესია 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, რათა ნატო-მ, როგორც მეგობრების, ისე მოწინააღმდეგეების თვალში დაადასტუროს ალიანსის ერთობა და მისი ერთგულება საკუთარი ფუძემდებლური პრინციპების მიმართ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს წევრობისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. ახლა, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანების გზას შესძენს სიცხადეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიცხადე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესებშია“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს