მაიკ პომპეოს და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც 16 ივლისს ტრამპის და პუტინის დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მხარეებმა დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალები, ასევე სირიისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პირველად ორი წლის განმავლობაში მოსკოვს ვიზიტით ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფი ეწვია. მათი ვიზიტი 30 ივნისს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდნენ.

სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების აღდგენას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო