თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შევა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიასთან ერთად საქმიანობას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

“გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ჩვენთან ერთად სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს, შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე მიღებული იქნება შესაბამისი რეგულაციები, რაც ამ გეგმას შეესაბამება. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1-ელი იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება შენიშვნებს, რომელიც მერიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ჰქონდა, თბილისის მერის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მიღწევაა.

"სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არის მიღწევა. “სითი ინსტიტუტს წარმოდგენილი ჰქონდა რკინიგზის გადატანის წინადადება და ამ ადგილზე შესაძლებელი იყო ავტომაგისტრალის მშენებლობა. როცა ჩვენ მოვითხოვეთ თუ რის საფუძველზე იყო ეს წინადადება წარმოდგენილი და ჩატარებული იყო თუ არა კვლევა, მათ ეს ვერ წარმოადგინეს. ჩვენ გვქონდა შენიშვნა, რომ კვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება. „სითი ინსტიტუტი“ ამაზე დაგვთანხმდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს