თსუ-ში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე და ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის 10 წლის იუბილე აღინიშნა

თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილესა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა.

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წლების მანძილზე ხელს უწყობს ტრეფიკინგის, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებზე კვლევასა და ცნობიერების ამაღლებას. 2018 წლის ყოველწლიური კონფერენციის თემატურ პანელებზე სტუდენტებმა კვლევის შედეგები მოწვეული სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებების პარალელურად წარადგინეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა საკონფერენციო თემატიკის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე ისაუბრეს. ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მიგრაციის საკითხების სამთავრობო კომისიის სამდივნოს მოხსენებასთან ერთად გააანალიზეს საქართველოში მიგრაციის მართვის აქტუალური საკითხები.

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ კონფერენციის საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიმოხილვის ჭრილში ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კვლევითი და სასწავლო ცენტრის დირექტორი პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება თსუ-ში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ლტოლვილთა სამართლისა და მიგრაციის სამართლის დამოუკიდებელ დისციპლინებად სწავლება.

კონფერენციის მონაწილე თსუ-ს საერთაშორისო სამართლის 30-ზე მეტმა სტუდენტმა თანამედროვე სამართლის თეორიისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხების ფართო წრე გააანალიზეს. დისკუსია შეეხო საქართველოში თავშესაფრისა და ზოგადად მიგრაციულ ტენდენციებს, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშს ტრეფიკინგის შესახებ, ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი) ონლაინ სივრცის გამოყენებით და სხვა.

კონფერენციის მონაწილე სტუდენტები სერთიფიკატითა და მიგრაციის სახელმწიფო კომისიის ჯილდოთი - მიგრაციის სახელმძღვანელო დაჯილდოვდნენ, სამ საუკეთესო მომხსენებელს, თსუ საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს - ლილე პირველს, ნინო ცაგარეიშვილსა და ალექსანდრე მერკვილაძეს კი საუკეთესო მომხსენებლის სერთიფიკატი გადაეცათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო