ილია წულაია - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არამხოლოდ ისტორიული ფაქტია თბილისისთვის, არამედ დროული და საჭიროც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ილია წულაიას განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არამხოლოდ ისტორიული ფაქტია თბილისისთვის, არამედ დროული და საჭიროც.

„დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა მიწათმოწყობის გენერალური გეგმის მიღების შესახებ. თავისთავად, ეს არა მარტო ისტორიული ფაქტია ჩვენი დედაქალაქისთვის, არამედ დროული და უაღრესად საჭიროც. ჩატარდა დიდი სამუშაო, რომ არსებულ მდგომარეობას მაქსიმალურად მორგებოდა ეს დოკუმენტი, რათა ყოფილიყო რეალური ბაზა იმისთვის, რომ ეტაპობრივად, ჯერ გამოვიდეს ქალაქი ამ ურბანული განაშენიანების ჩიხიდან და მერე განვითარდეს სწორად და უსაფრთხოდ. მოსახლეობის მოლოდინები დიდი იყო გენგეგმასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს მოლოდინები ჰპოვებს ასახვას დედაქალაქის შემდგომ განვითარებაში. რასაც წლებია ვაფუჭებდით, იმას ორჯერ მეტი წელი დასჭირდება რომ გამოსწორდეს, ახლა საკითხი დგას ასე - უნდა გადავარჩინოთ თბილისი და როგორც მერმა განაცხადა, ეს არის საბაზო მასალა ამის გასახორციელებლად“, - განაცხადა ილია წულაიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შეფასებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა