განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება

განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება და სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„ახალ სასწავლო წელს, პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან და ამ მიმართულებით რაიმე შეფერხება არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპზე, გრიფირების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, გამოცხადებულია ბეჭდვის ტენდერი და ამოცანა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ, კვლავ ძალაშია. რაც შეეხება „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს, ერთ-ერთი გამომცემლის მიერ დაფიქსირებული საპრეტენზიო განაცხადიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოს განხილვის პროცესი შეჩერებულია ექსპერტიზის დასრულებამდე. შესაბამისად, სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასების მოსწავლეები გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს