გიორგი ტყემალაძე - საკრებულოს კომისიებში დედაქალაქის გენერალური გეგმის განხილვა დაინტერესებული პირებისა და სპეციალისტების ჩართულობით მოხდება

თბილისის საკრებულოს კომისიებში დედაქალაქის გენერალური გეგმის განხილვა დაინტერესებული პირებისა და სპეციალისტების ჩართულობით მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის მერიასა და გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ შორის მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. მისივე განცხადებით, გენგეგმის მიზანია, არ იყოს თბილისში ქაოტური მშენებლობები და დედაქალაქის განვითარება მოხდეს მიზანმიმართულად გენგეგმის მიხედვით.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამ მომენტისთვის ვერ დააკონკრეტა, თუ როდის დაამტკიცებს გენგეგმას საკრებულო, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური სამუშაო ჩატარდა ბოლო თვეებში თბილისის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის. მიღწეულია გარკვეულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობამ მოიწონა გენგეგმის პროექტი, რომლის შესაბამისადაც აღმოფხვრილია გარკვეული პრობლემები, ეს ეხება როგორც ზონირების რუკებს, კერძო საკუთრებებთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომლის ძირითადი პრინციპია შეკავშირებული, მწვანე, კომპაქტური ქალაქის კონცეფცია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ გარკვეულ ლოკაციებზე ჩარჩო გეგმები იქნება დამატებით შემუშავებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა