მამუკა მდინარაძე - გენგეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულება იქნება მნიშვნელოვანი, რომ თბილისი გახდეს სიცოცხლით სავსე ევროპული ქალაქი

გენერალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საიმისოდ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ევროპული ქალაქი, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გენგეგმაში გათვალისწინებულია ის შენიშვნებიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნდა.

„როდესაც ვსაუბრობთ დედაქალაქის განვითარებაზე, თბილისზე, როგორც ,,სიცოცხლით სავსე ქალაქზე” ვთანხმდებით, რომ აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა.

აქედან გამომდინარე, მადლობას იმსახურებს თბილისის მერია და ,,სითი ინსტიტუტი”, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გენგეგმა, რომელსაც უახლოეს პერიოდში განიხილავს თბილისის საკრებულოც.

აქვე აღსანიშნავია, რომ მასში გათვალისწინებულია ის შენიშვნებიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნდა.

შესაბამისად, გენერალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საიმისოდ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ევროპული ქალაქი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა