გოჩა ენუქიძე - დედაქალაქის მართვაში დღეს ისტორიული ფაქტი მოხდა

დედაქალაქის მართვაში დღეს ისტორიული ფაქტი მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოჩა ენუქიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების კომენტირებისას განაცხადა.

“შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული ფაქტი მოხდა დედაქალაქის მართვაში. საბჭოთა პერიოდის შემდგომ თბილისს აქვს ახალი გენგეგმა. აღსანიშნავია კალაძის გუნდის პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა, რომ ეს დასახული მიზანი რეალიზებულიყო. წლებია პროფესიონალები ითხოვდნენ თბილისის გენერალური გეგმის შექმნას, რაც ერთერთი ნაწილი იქნებოდა დედაქალაქის შემდგომი განვითარების და მოწესრიგების. ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა, დანაშაული დავუშვით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, თბილისის განაშენიანებაში, რის სავალალო შედეგებს უკვე ყველა თვალნათლივ ხედავთ, ჩვენი ვალდებულებაა წარსულში დაშვებული შეცდომების ეტაპობრივი გამოსწორება დღესვე დავიწყოთ, რომ მომავალ თაობას ნორმალური საცხოვრებელი გარემო დავახვედროთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.