ტრენინგი - „ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“ გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწყო ტრენინგი - „ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ტრენინგები 2018-2020 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმართება. დღეს ტელე-ჟურნალისტებისათვის მესამე დასკვნითი სემინარი გაიმართა, რომელშიც ტელევიზიების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „ობიექტივის“ და „ერთსულოვნების“ ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ტრენინგები რეგიონულ დონეზე მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელი ლელა ფირალიშვილი და იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგის ძირითადი თემები „ვიზუალური კომუნიკაცია და რელიგიური ნიშნები“ ასევე, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა იყო.

კერძოდ, ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაერო-ს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა