ევროპარლამენტმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა.

ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ხელმძღვანელმა არმენ აშოთიანმა განაცხადა.

„რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სომხეთთან შეთანხმების სრულ რატიფიკაციას, მხარი 573-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა“, - განაცხადა არმენ აშოთიანმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სომხეთსა და ევროკაშირს შორის პარტნიორული შეთანხმების რატიფიცირება ლუქსემბურგის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის პარლამენტებმა მოახდინეს.

1-ლი ივნისიდან ამ შეთანხმების დროებითი გამოყენება ამოქმედდა, რომელიც ამ ეტაპზე ვაჭრობას ეხება. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი 2017 წლის 24 ნოემბერს მოეწერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო