თენგიზ გუნავა - ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პეტრე დევრიშაძესთან დაკავშირებული სკანდალი კონტრაზვერვის სამსახურის ჩავარდნაზე მეტყველებს

უმცირესობის დეპუტატის, თენგიზ გუნავას შეფასებით, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პეტრე დევრიშაძესთან დაკავშირებული სკანდალი კონტრაზვერვის სამსახურის ჩავარდნაზე მეტყველებს.

რიგგარეშე სხდომაზე თენგიზ გუნავამ თავდაცისა და შს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების დაბარებისა და მათი მოსმენის საკითხი დასვა.

“პეტრე დევრიშაძე ჯაშუშობაში იყო ბრალდებული და გასამართლებული. ეს ადამიანი პირველი ინსტანციის სასამართლომ, აპელაციამ და უზენაესმა სასამართლოებმა დამნაშავედ სცნო. დღეს ვიგებთ, რომ დაახლოებით 4-მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს იგებს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის სამინისტროში. ამას ხელისუფლებისგან პასუხი უნდა გაეცეს. თუკი ეს ადამიანი უდანაშაულო იყო, მაშინ ექვსი წლის განმავლობაში ეს ამბავი უნდა დამტკიცებულიყო. ფაქტია, რომ ეს პირველ რიგში არის კონტრდაზვერვის სამსახურის ჩავარდნა. ეჭვი მეპარება იმაში, რასაც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თითქოს არ იცოდნენ ვინ იყო პეტრე დევრიშაძე და რაზე იყო ის გასამართლებული. ეს არის აბსოლუტური ტყუილი - ეს ძალიან კარგად იცოდა როგორც ლევან იზორიამ, ასევე მისმა მოადგილეებმა. მთავარი, აქ არის კონტრდაზვერვის დანაშაული“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ სესიაზე.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს