შსს-ს გენინსპექციამ იუსტიციის სახლთან არასრულწლოვნების დაკავებისას, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტის შესწავლა დაიწყო

შსს-ს გენინსპექციამ იუსტიციის სახლთან დაკავებული არასრულწლოვნის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ჩადენის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 3 ივლისს თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, არასრულწლოვანი მ.ბ.-ს პოლიციის შენობაში გადაყვანის ფაქტის შესწავლა დაიწყო. კერძოდ, გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჩაიდინეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გადაყვანისას რაიმე სახის გადაცდომა“, - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლთან გუშინ დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სს "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული მ.ბ. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სწორედ 14 წლის ასაკს მიღწეული მ.ბ. იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო