„თავისუფალი საქართველო“ სოზარ სუბარის „სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას“ მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ და გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ და ხათუნა კორტავამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქმეზე მომზადებული სამართლებრივი დასკვნა წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუს“ “თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოვლინდა ლევან კორტავას მკვლელობის ახალი გარემოებები, რითაც დასტურდება, რომ დანაშაული სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნების ორგანიზებით იქნა ჩადენილი.

„თავისუფალი საქართველო“ სოზარ სუბარის და მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და მთავარ პროკურატურას ბრალდების საქმეზე სამართლებრივ დასკვნას უგზავნის. დასკვნაში ნათქვამია, რომ პირადად სასაჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის ხელშეწყობით, გამოძიება შეგნებულად არასწორი მიმართულებით წარიმართა. კერძოდ, მკვლელობიდან მეორე დღეს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კორტავა კიბიდან დაგორების შედეგად გარდაიცვალა. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ეს განცხადება მინისტრმა უარყო. სიკვდილის მორიგ ვერსიად გეგუთის ციხის მსხვილი ქვებით მოხრეშილ ეზოში სავარაუდო დაცემა დასახელდა. მოგვიანებით სუბარმა ეს ვერსიაც გადათქვა და ლევან კორტავას სიკვდილი პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს დააბრალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს