დავით ბაციკაძე - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხელმძღვანელი იყო

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხელმძღვანელი იყო, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით ბაციკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბაციკაძემ პატარაძის მმართველობის ორი წელი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე არ უნდა წასულიყო.

"ზურაბ პატარაძე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხელმძღვანელი იყო, ვინც კი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ჰყოლია. მაღალმთიან აჭარაში ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტები არასდროს განხორციელებულა, რაც მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო. ჩემი აზრით, პატარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე უნდა დარჩენილიყო და ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა",- განაცხადა დავით ბაციკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა