დავით უთმელიძე – ქალაქს მალე დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების სტრატეგია და რეგულაციები ექნება

თბილისის საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ცოტა ხანში თბილისელებს მწვანე და მედეგი ქალაქის კონცეფცია ექნებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს წევრის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტი საკრებულოში შემდგომი განხილვისთვის დღეს გადმოიგზავნება.

„ქალაქს მალე დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების სტრატეგია და რეგულაციები ექნება. დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე საკრებულოში განხილვები და საჯარო მოსმენები გაიმართება, სადაც სამოქალაქო სექტორს გენგეგმას და მასში შემავალ სტრატეგიებსა და ზონალური დაყოფის პრინციპებს კიდევ ერთხელ გააცნობენ“, - აცხადებს დავით უთმელიძე და აღნიშნავს, რომ ის ხარვეზები, რომლებზეც შენიშვნები თბილისის მერიას ჰქონდა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, აღმოფხვრილია.

„ჩვენ, მწვანე და მედეგი ქალაქის კონცეფცია გვექნება, რომელიც როგორც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ისე დაინტერესებული ბიზნეს-სექტორისთვის სასიკეთო იქნება“, - აცხადებს დავით უთმელიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს