ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გენგეგმასთან დაკავშირებით, საკრებულოს და მერიას ორი ინიციატივით მიმართავს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ორ ინიციატივას დააყენებს, რომელიც მშენებლობის კოეფიციენტების გაყიდვისა და სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მერიიდან საკრებულოში თბილისის განვითარები გენგეგმის გადაგზავნის საკითხზე.

ირაკლი ნადირაძის თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით დააყენებენ ორ საკითხს. კერძოდ, შესაბამის ნორმატიულ აქტებში შევიდეს ცვლილებები და ის რეგულაციები, რომლებიც უფლებას იძლევა გაიყიდოს მშენებლობის კოეფიციენტები და გაიცეს სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისელების ინტერესებს ეწინააღმდეგება, დარეგულირდეს, გამკაცრდეს ან საერთოდ გაუქმდეს.

„ფაქტია, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გავაკეთეთ, თბილისის მერიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულება არ შეეწყვიტა. შესაბამისად, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ თბილისის საკრებულოში უნდა გადმოიგზავნოს ეს დოკუმენტი. დოკუმენტი ვრცელტანიანია და ჩვენ რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რათა გავეცნოთ და ყველა ჩვენი შენიშვნა, წინადადება, რეკომენდაცია დავდოთ. თუმცა, ამ ქალაქს ვერც ერთი დოკუმენტი ვერ უშველის, თუ გენგეგმის მიღების პარალელურად არ დავიწყებთ მერიასა და საკრებულოში მსჯელობას – ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში აიკრძალოს მშენებლობის კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა და სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემა, რომლის დროსაც ფაქტიურად 100 კვ.მ ფართობზე 100 სართულიანი კორპუსის აშენება შეიძლება. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა დედაქალაქში ურბანული ქაოსი დასრულდეს, გენგეგმის მიღებასთან ერთად ეს ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ აყენებს, უნდა განვიხილოთ და მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამტკიცდება გენგეგმა, მაგრამ თუ ყოველ კვირას, ყოველთვე გამოვა განსახილველ საკითხებად ზონალური ცვლილებები, კოეფიციენტების მატება, გენგეგმაში ცვლილებების შეტანა, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა