რევაზ სოხაძე - ვფიქრობ, მივიღეთ გაუმჯობესებული და თბილისისთვის მნიშვნელოვანი გენერალური გეგმა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისდა „სითი ინსტიტუტის“ რამდენიმეთვიანი მუშაობა შედეგიანად დასრულდა. მისივე თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში გამოსწორებულია ყველა ის ხარვეზი, რომელზეც მერიის მხრიდან იყო მითითება.

„ვფიქრობ, რომ მივიღეთ გაუმჯობესებული და თბილისისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის კონცეფციაცაა კომპაქტური, მდგრადი, მწვანე და შეკავშირებული ქალაქი. ვთანხმდებით, რომ ეს კონცეფცია ყველასთვის მისაღებია. დღეს უკვე გენერალურ გეგმაში გაწერილია ყველა ეტაპი და კონკრეტული გეგმაა მოცემული, საბოლოო ჯამში როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი პროექტით განისაზღვრა 11 ჩარჩო-გეგმის არეალი, ასევე 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტი და 2 პოლიცენტრული განაშენიანების რეგულირების გეგმა(გრგ). რევაზ სოხაძის განცხადებით, ამით ქალაქში ახალი ცენტრები შეიქმნება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

„გენერალური გეგმის მიღება ქაოტური მშენებლობებისგან თბილისის დაცვის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. შემდგომში უნდა გაგრძელდეს ყველა სამუშაო ამ მიმართულებით, რომელიც გენერალური გეგმის მიხედვით არის გაწერილი. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ქალაქში ქაოტური განაშენიანება შეჩერდებოდა. თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ნაბიჯი სწორედ ამას ემსახურება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

აღნიშნულ კომენტარს თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა