ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანიამ შს სამინისტროსგან მილიონობით ლარის მოგება ნახა, რეალობას არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანიამ შს სამინისტროსგან, ტენდერებში გამარჯვების გზით მილიონობით ლარის მოგება ნახა.

ამ თემაზე მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი ქუთაისში გააკეთა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დეტალებს არ ვიცნობ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მედიაში რა ინფორმაციაც გავრცელდა მილიონთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება. შსს-მ ამასთან დაკავშირებით ოფოციალური განცხადება გუშინ გაავრცელა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო