გასარუჯად ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული, ქალი კი ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა

ლეღვის ნახარშის გამოყენებით რუჯის მისაღებად დამწვრობის ცენტრს დღეს ორმა პირმა მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხდა, ლეღვის ნახარშის გამოყენებით დამწვარი ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა, 26 წლის ქალმა ცენტრში მკურნალობაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა. 23 წლის მამაკაცი კი მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

„26 წლის ქალბატონსაც აუცილებლად სჭირდებოდა სტაციონარული მკურნალობა, თუმცა მან უარი განაცხადა და თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ მე–2 და მე–3 ხარისხის ქიმიური დამწვრობები აღენიშნებათ, რომელიც რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენებით მიიღეს. წელს სულ ლეღვის ნახარშის გამოყენების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი შემთხვევა რუჯის მიღების მიზნით, ხოლო „სამკურნალო თვალსაზრისით“ – ერთი. ერთ–ერთ ქალბატონს მოატყუეს, სახსრები აწუხებდა და ლეღვის ნახარშის საფენების გაკეთება ურჩიეს“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო