დავით ზალკალიანი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როეტგენთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ნობერტ როეტგენს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რომელიც ახალი მინისტრთა კაბინეტის სტრატეგიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს მოახლოებულ სამიტს და გამოითქვა იმედი, რომ სამიტის ფარგლებში ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, ისევე როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გლობალურ უსაფრთხოებაში.

მინისტრმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. საუბარი შეეხო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობას შემდგომი დანაშაულებების პრევენციისთვის.

„დავით ზალკალიანმა ნორბერტ როეტგენს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაც, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის იმ შესაძლებლობების შეთავაზებას, რაც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლს რეგიონში“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო