კახა კუჭავა - თბილისის გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს

“მისასალმებელია, რომ მიღწეულია საბოლოო შეთანხმება და თბილისს მალე ექნება ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გენგეგმის სახით”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, გენგეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შედეგად, თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე და გაცილებით სუფთა ქალაქი.

„სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ გენგეგმის ძირითად კონცეფციაზე ყველა თანხმდება. აღსანიშნავია, რომ გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს. იგეგმება თბილისის გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება: ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გამართვა, მტკვრის დაბინძურების პრევენციის და ნარჩენების მართვის მუნიციპალური სტრატეგია და სარეკრეაციო სივრცეების განვითარება.

ჩვენ ვქმნით მწვანე, შეკავშირებულ, კომპაქტურ და მდგრად ქალაქს. წარმოდგენილი გენგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დედაქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს და მას მუდმივად ესაჭიროება დახვეწა, განახლება და პოტენციურ გამოწვევებთან ადაპტირება. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენგეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შედეგად თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე და რაც მთავარია, გაცილებით სუფთა ქალაქი”, - განაცხადა კახა კუჭავამ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა